|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი გაორმაგდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის ივნისის მონაცემებით,  მგზავრთა ნაკადის რაოდენობამ 41 812  შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 94% - ით მეტია.

WizzAi-ის ინფორმაციით, 2017 წლის ივნისის მონაცემები 166 რეისი შესრულდა, რაც ნიშნავს იმას,რომ წინა წელთან შედარებით  რეისების რაოდენობა 66% -ით არის გაზრდილი.

ბოლო ხუთი თვის მონაცემების თანახმად, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 1 224 010 მგზავრი, რაც 46,96%-ით (391 124 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (832 886 მგზავრი).

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა