|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადის 37 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის მაისის თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, წინა თვეებთან შედარებით მგზავრთნაკადი რეკორდულად გაიზარდა. მაისის თვეში ქუთაისის აეროპორტი 52,631 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37 %-ით მეტია (38, 417 მგზავრი). აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

„რაც შეეხება ზრდას რეისების რაოდენობის მიხედვით, აქაც გასულ თვეებთან შედარებით რეკორდული ზრდა ფიქსირდება. 2018 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 187 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 26 %-ით მეტია (149 რეისი).

2018 წლის ხუთი თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 171 064 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20 %-ით მეტია“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ავიაკომპანია „ვიზეარის“ ახალი, ბაზირებული რეისების დამატების შემდეგ მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

“მაისის თვეში ჩვენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, გასულ თვეებთან შედარებით შეიძლება ითქვას, მართლაც მგზავრების რეკორდულ რაოდენობას მოვემსახურეთ. 37 %- იან ზრდას, რა თქმა უნდა, 5 ახალ ბაზირებულ რეისს ვუკავშირებთ, რომლებსაც უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ 17 მაისიდან რომის, პარიზის, ბარსელონას, პრაღისა და ათენის მიმართულებით, მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდით ასრულებს. მოლოდინი პოზიტიური გვაქვს. ივნისის თვეში მგზავრთნაკადის საგრძნობლად გაზრდას ველოდებით“, - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა