ქუთაისის აეროპორტში პოლონეთის გავლით უკრაინელები ჩამოვიდნენ
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პოლონეთის გავლით საქართველოში ჩამოფრენილ უკრაინელ ლტოლვილებს პირველადი დახმარების სახით, საჭირო ჰიგიენური ნივთები დაურიგდათ. ღონისძიება ორგანიზაცია "ქეარ კავკასიისა" და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით გაიმართა.
უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში უსაფრთხო გარემოსთვის თავის შეფარებას ცდილობენ, ომის საშინელებაზე ყვებიან. ამბობენ, რომ თავი საშინელ სიზმარში ჰგონიათ, რადგან ყველაფერი განადგურებულია, ადამიანებს წყლისა და საკვების პრობლემა აქვთ, არის პანიკა. მოსახლეობა უსაფრთხო გარემოს პოვნას ცდილობს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 85.71%
არა - 14.29%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა