|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტში ქართული ორნამენტებით შექმნილი აქსესუარებისა და ნივთების მაღაზია გაიხსნა

 დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბლუტაბლას კუთხე გაიხსნა, - ინფორმაციას  საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

კომპანიამ გაფართოება რეგიონებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით დაიწყო, სადაც პირველი ფილიალი გახსნა.

ბლუტაბლა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში მდებარეობს.

მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიით და ესთეტიკით შთაგონებული სახლის ნივთებისა და აქსესუარების კომპანიის რიგით მეშვიდე მაღაზიაში ქართული ტრადიციული ორნამენტებით გაფორმებული სუფრების, ფარდაგების, ორიგინალური ჭურჭლის, მაჯის საათებისა და სამკაულების ყიდვაა შესაძლებელი.

ქართულ ბაზარზე ბლუტაბლამ ოპერირება რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ბრენდის პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც საქართველოს მოქალაქეებში, ისე ტურისტებში.

ბლუტაბლას პროდუქციის შეძენა შესაძლებელია თბილისში მდებარე მაღაზიებში, ონლაინ და ახლა უკვე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიც.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა