ქუთაისის აეროპორტთან რვა წლის ბავშვი დაიღუპა
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მახლობლად მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა წლის ბავშვი დაიღუპა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სწრაფად მოძრავი ავტომობილი ბარდიულს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად ავტომობილში მყოფი რვა წლის ბავშვი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაშავდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა

15:46
10:15
11:28
















