|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ჭიღვარიას ქუთაისის მერის მანდატი გადაეცა

ქუთაისის ახალ მერს უფლებამოსილების შესასრულებლად მანდატი გადაეცა. გიორგი ჭიღვარიას მანდატი ქუთაისის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა გადასცა. გიორგი ჭიღვარია მერის სავარძელს ოფიციალურად ხვალ დაიკავებს და საქმიანობის განხორციელებას შეუდგება.

მისი განცხადებით, მის გუნდთან ერთად ყველაფერს გააკეთებს ქუთაისის წარმატებისათვის.

 "ვეცდები, მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქალაქი იყოს უკეთესი, რომ მერია და თვითმმართველობა იყოს ორიენტირებელი ჩევენი თანაქალაქელების მომსახურებაზე, ჩვენ ერთად შევძლებთ, რომ ჩვენი ქალაქი იყოს უკეთესი, წარმატებული, კონკურენტუნარიანი და ღირსეული ადგილი დაიჭიროს საქართველოს ქალაქებს შორის",-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ. 

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ქუთაისში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ 87.55 პროცენტი მიიღო. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი