ქუთაისის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
დღეს, ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში USAID საქართველოსა და ცენტრის თანამშრომლებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა თანატოლებს მიმდინარე და განხორცილებული პროექტების შესახებ ესაუბრეს, გააცნეს ცენტრის ფუნქცია-მოვალეობები და მიზნები.
დღევანდელი შეხვედრის მიზანია, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს ცენტრის არსებობის შესახებ, ასევე, თუ რა შესაძლებლობებს აძლევს ახალგაზრდებს „იუსაიდის“ პროექტი - ერთიანობა მრავალფეროვნებაშია.
“დღეს, ჩემს თანატოლებთან ერთად, ახალგაზრდებს გავუზიარე, თუ რა გამოცდილება მივიღეთ და რა შესაძლებლობები მოგვცა “იუსაიდის” პროექტმა. ასევე ვისაუბრეთ მნიშვნელივან თემებზე, მედიაწიგნიერებაზე, განვითარებაზე, ახალგაზრდულ რესურსებდა და იმ ბენეფიტებზე რასაც აღნიშნული პროექტი გვაძლევს.დღესვე, მოხდა ორგანიზაციაში ახალი წევრების მიღება და დავსახეთ სამომავლო გეგმები”- აღნიშნა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელმა, გვანცა მაჩიტიძემ.
ახალგაზრდული ცენტრი წარმოადგენს ღია საგანმანათლებლო და სამოქალაქო თავშეყრის ადგილს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც ახალგაზრდებს ხელს უწყობს ჩაერთონ მოხალისეობრივ და საგანმანათლებლო პროექტებში. ცენტრის წევრებს შესაძლებლობა აქვთ გაცვლითი პროგრამების მეშვეობით, იმოგზაურონ სხვადასხვა ქვეყნებში. ახალგაზრდული ცენტრები ღიაა 14-29 წლის ბენეფიციარებისთვის.
ცენტრის 5-წლიანი მოღვაწეობის ფარგლებში 6000-ზე მეტი პროექტი განხორციელდა. ახალგაზრდული ორგანიზაციის პროექტის ერთიანობა მრავალფეროვნებაშია იუსაიდის მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც დიდი მოცულობის პროგრამაა და ახორციელებს გაეროს საქართველოს ასოციაცია. პროგრამა მიმართულია ერთიანი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.
“პროგრამა წარმატებით ხორციელდაბა, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რელიგიური და ეთნიკური უმცირებობებისსრულ ინტეგრაციას და იმ ბარიერების აღმოფხვრას, რომელიც არსებობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ახალგაზრდული პროგრამაა, სადაც ცენტრში გაერთიანებული ახალგაზრდები იუმჯობესებენ უნარებს, სხვადასხვა მიმართულებებით”, - განაცხადა თამარ სირბილაძემ, USAID-ის მდგრადი განვითარებისა და ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელმა.
საქართველოში USAId-ის პროგრამები ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, ენერგო უსაფრთხოების გაძლიერებას, განათლების სისტემის გაუმჯობესებას და სხვა.
ავტორი: ანუკა ლიპარიშვილი