ქუთაისის ბიუჯეტი 41 მილიონი ლარით გაიზარდა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 41 082 400 ლარით გაიზარდა და 178 328 300 ლარი შეადგინა. ცვლილება ბიუჯეტში საკრებულოს რიგით 41-ე სხდომაზე დაამტკიცეს, - ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობითმ, ქალაქის ბიუჯეტის გაზრდა შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქუთაისისთვის დამატებითი ტრანშის გამოყოფის შედეგად.
„აღნიშნული თანხიდან, 40 მილიონამდე ლარი მოხმარდება ქალაქში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას - გზების და ტროტუარების კაპიტალურ შეკეთებას, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების და სახურავების განახლებას, რეკრეაციული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეების მოწყობას, სპეციალური ტექნიკის და ნაგავშემკრებების შეძენას, 1 მილიონი ლარით კი, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაფინანსდება. სხდომაზე ცვლილება შევიდა ქუთაისის გენერალური გეგმის კონცეფციის შესახებ #182 განკარგულებაში, რაც ქალაქის ზონებად კლასიფიკაციაში ცვლილებების შეტანას გულისხმობს", - აცხადებს ქუთაისის მერია.
ავტორი: