|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ბულვარის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

ქუთაისის ცენტრალური პარკის - ბულვარის  რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვნება.   მერიის ცნობით, უკვე დასრულებულია სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწყობის, ენერგოეფექტური განათების ბოძების მონტაჟის, არსებული შადრევნების განახლების და საფეხმავლო ბილიკების მოპირკეთების სამუშაოები.

პარკში, არსებული გეგმარების უცვლელად, დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტების გამოყენებით, განახლდა მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა,  მოეწყო მედიათეკა და დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად, დამატებით დაირგო ახალი ხე-მცენარეები.

პარკის ცენტრალურ ნაწილში შეიქმნა „გვირილობის მოედანი“, ხოლო ქვედა ნაწილში - ახალი რეკრეაციული სივრცე — „ვარდების ხეივანი“.

ცენტრალური პარკის დასრულების შემდეგ ქუთაისს კეთილმოწყობილი, მრავალფუნქციური, სრულად განახლებული დასასვენებელი სივრცე ექნება. განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება როგორც შშმ პირებისთვის, ასევე საბავშვო ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის.

პარკის გახსნა 2 მაისს იგეგმება.

ცნობისთვის,  ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2022 წელს გამოაცხადა, მასში მხოლოდ შპს “დაგიმ” მიიღო მონაწილეობა და სამუშაოებიც მანვე შეასრულა. ბულვარის რეაბილიტაციისთვის 15 მილიონ ლარამდე  დაიხარჯა

 

ავტორი: