|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში განთავსებულ კარავში მოქალაქეებს უფასო პისიარ კვლევა ჩაუტარდებათ

ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ბაღში კარავი განთავსდა, სადაც ხვალიდან მოქალაქეთა უფასო პისიარ კვლევა ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტრომ გაზრდილი შემთხვევების გამო მიიღო.

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 თანამშრომელს, სარესტორნო ქსელ "ვენდისის" თანამშრომელსა და ქალაქის მერიის ერთ-ერთ აიპში დასაქმებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

თვითიზოლაციაში იმყოფებიან სკოლის ის თანამრომლები, რომელთაც ინფიცირებულებთან კონტაქტი ჰქონდათ, თუმცა კვლევამ ვირუსის არსებობა არ აჩვენა.

თვითიზოლაციაში იმყოფებიან ასევე “ვენდისის” თანამშრომლები, ხოლო ობიექტი დაკეტილია.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე აცხადებს, რომ მდგომარეობა საგანგაშო არ არის და მოვლენების ამგვარ განვითარებას ელოდნენ.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი