|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო სოფელი მოეწყო

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო სოფელი მოეწყო, სადაც პატარებისათვის განკუთვნილია ცალკე სივრცე. ადგილზე მისული ბავშვები  საუკეთესო შთაბეჭდილებების მიღებას შეძლებენ, ისინი შეხვდებიან თოვლის ბაბუასა და  საყვარელი ზღაპრის გმირებს. 

მხიარულების გარეშე არც უფროსები დარჩებიან.  ადგილზე მოეწყობა საახალწლო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.  მოქალაქეები შეძლებენ  გლინტვეინისა და ცხელი შოკოლადის, ასევე დარიჩინის ორცხობილების დაგემოვნებას. 

სადღესასწაულო ღონისძიებები ქალაქში დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა