|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა

სოლიდარობა უკრაინას, არა რუსულ აგრესიას - ამ სლოგანით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

მშვიდობიანი აქციის მონაწილეები რუსეთის აგრესიას გმობენ.

აქციის მონაწილეების განმარტებით, დღეს დუმილი დანაშაულია და საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების ღია მხარდაჭერა უკრაინას.

"სოლიდარობას ვცხადებთ უკრაინას , ჩვენ ქუთაისში გამოვხატეთ ჩვენი პროტესტი ომისა და უკრაინის მიმართ რუსული აგრესიის წინააღმდეგ, ეს იყო ყველა ქუთაისელი პროტესტი. ეს აქცია იყო ერთ-ერთი ისეთი აქცია ქუთაისში,  სადაც სპონტანურად მოხდა მოქალაქეების შეკრება, ჩვენ თანადგომას ვუცხადებთ უკრაინას და ვგმობთ რუსილ აგრესიას" , - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ   ია იაშვილმა. 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა