|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრალური ბაზარი 27 აპრილს გაიხსნება

ქუთაისის ცენტრალური ბაზარი უახლოეს დღეებში გაიხსნება- ამის შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქში  „ნიკეას“ ბაზარი მოქმედებდა ისედაც, ე.წ. მწვანე ბაზარი კი ცენტრში მალე გაიხსნება.

ქუთაისის ცენტრალური ბაზრის დირექტორის ოლეგ არღვლიანის განცხადებით, მათ შეასრულეს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნები და 27 აპრიულიდან მუშაობას შეუდგებიან.

"ჩვენ თან შემოსული იყვნენ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, რომლებმაც გადაამოწმეს, რამდენად შესრულდა მათ მიერ მიცემული რეკომენდაციები. ყველა რეკომენდაცია რაც უკავშირდება დახლებს შორის დისტანციას და კლიენტთა გადაადგილების სქემას, შესრულებულია, მათი შეფასება დადებითია. ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულია ადგილობრივი ხელისუფლება და ხვალიდან უკვე შევუდგებით მუშაობას", - განაცხადა ოლეგ არღვლიანმა.

 მისი თქმით, დღეს მათი მოიჯარადეების ინფორმირებას ახდენენ. 

 შეგახსენებთ, 27 აპრილიდან აგრალური ბაზრების გახსნის შესაძლებლობაზე ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას ისაუბრა. ხვალიდან ავტომობილების 

ავტორი: ნიუპრესი