|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ცენტრალური მოედანი დილიდან სრულად გადაიკეტა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქუთაისში, ცენტრალურ მოედანსა და ფალიაშვილის ქუჩაზე, დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობების ჩატარება.

 ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელების მიზნით, მოხდება სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის და პარკირების დროებითი შეზღუდვა. 

 25 მაისს, 08:00 საათიდან 26 მაისის ღონისძიების დასრულებამდე, ცენტრალურ მოედანზე მოძრაობა და პარკირება სრულად შეიზღუდა

26 მაისს, 08:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე, გზა სრულად დაიკეტება ფალიაშვილის ქუჩაზე ( შუქნიშნამდე).

 შესაბამისად, დროებით შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა სქემა:  N 1L, N 4 და N 5 სატრანსპორტო საშუალებები, ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა და ფალიაშვილის ქუჩისა, იმოძრავებს: ფანჯიკიძის ქუჩა (ყოფილი პუშკინის ქუჩა) - წერეთლის ქუჩა - აღმაშენებლის გამზირი - გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა - წითელი ხიდი.

N 19 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა და თბილისის ქუჩისა, იმოძრავებს: წერეთლის ქუჩა - მანდარიას ქუჩა - სოლომონ პირველის ქუჩა - საფიჩხიის მოედანი. <img class="xz74otr" src="https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t79/1/16/1f68c.png" alt="

ავტორი: ნიუპრესი