ქუთაისში შპს „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის“ რეაბილიტაციისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. სტადიონზე არსებული ინფრასტრუქტურის უეფას მეოთხე კატეგორიის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის საჭირო საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით 35 000 ლარი დაიხარჯება.
პროექტი შენობის რეაბილიტაციას მოიცავს, ამასთან, მოეწყობა "ვი აი პი" ლოჟა და პრესცენტრი, შეიცვლება თუ არა სკამები, ამ დროისთვის უცნობია.
პროექტის შეძენის შემდეგ სამუშაოებისთვის ქალაქის მერიაში ნახევარი მილიონი გამოიყოფა.
სამუშაოების პარალელურად დაიწყება მოედნის საფარის შეცვლა, რაც ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით მოხდება.
სტადიონზე დღეს ბოლო თამაში გაიმართება, ამის შემდეგ სტადიონი დაიკეტება და სავარუდოდ ზაფხულის ბოლოს გაიხსნება.