|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის და ბაღდათის დელეგაცია ვაშინგტონში ფინანსისტთა ყრილობას ესწრება

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე იუზა უგულავა და მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი დავით ნიშნიანიძე, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ფინანსისტთა ასოციაციის 119-ე ყრილობის მუშაობაში მონაწილეობენ. ყრილობა ქალაქ ვაშინგტონში იმართება, - ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. 
საქართველოს დელეგაციაში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები შედიან, მათ შორის იმყოფება ბაღდათის მერი და მერიის სხვა თანამშრომლებივ. 
დელეგაცია  ვიზიტის ფარგლებში გაეცნობა აშშ–სა და კანადის თვითმმართველობებში საბიუჯეტო სახსრების მართვის ეფექტურობის, პროგრამული ბიუჯეტირებისა და შიდა კონტროლის კუთხით გატარებულ სხვადასხვა რეფორმებს.
დაგეგმილია შეხვედრები ქალაქებისა და თვითმმართველობების ხელმძღვანელებთან, ასევე, ნიუ-იორკის მერიის მაღალი თანამდებობის პირებთან.

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა