|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტორუნში ვიტალი უგრეხელიძის სახელობის მოედანი გაიხსნა

 ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფობოდნენ. დელეგაციის წევრები ქალაქ ტორუნში, წარმოშობით ქუთაისელის და პოლონეთში მოღვაწე ქართველის, ვიტალი უგრეხელიძის სახელობის მოედნის გახსნას დაესწრნენ.

პოლონეთში ვიზიტის დროს, იოსებ ხახალეიშვილი და ზვიად შალამბერიძე კუიავსკო-პომორკის რეგიონის მარშალს პიოტრ ცოვბესკის და ქალაქ ტორუნის მერს მიხაილ ზალესკის შეხვდნენ. გადაწყდა, რომ მომავალ წელს იმერეთი, ბიზნეს ფორუმის ფორმატში, პოლონელ მეწარმეებს უმასპინძლებს, სადაც ერთობლივი პროდუქციის გამოფენაც მოეწყობა. ასევე გადაწყვეტილია ქუთაისისა და ტორუნის დამეგობრების საკითხი.

„იმერეთის და კუიავსკო-პომორკის რეგიონის მეგობრობა რვა წელს ითვლის. მეგობრობა 2014 წლის ივნისში დაიწყო, როდესაც პირველად ვუმასპინძლეთ პოლონეთის დელეგაციას და ხელი მოეწერა შეთანხმებას ურთიერთ თანამშრომლობის შესახებ. მას შემდეგ არაერთი წარმატებული პროექტი და გაცვლითი პროგრამები განხორციელდა. მათ შორის გაცვლითი ვიზიტები ახალგაზრდებისთვის, ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის გასტროლები ქალაქ ტორუნში. ამ თანამშრომლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის გადაწყვეტილებები, რომელიც ამ მოკლე ხანში განხორციელდა, მათ შორის პოლონეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის ბიუსტის დადგმა ქუთაისში, მისივე სახელობის სკვერში, რომელიც პოლონელი მეგობრების ვიზიტის დროს გაიხსნება ოფიციალურად და ჩვენი თანაქალაქელის ვიტალი უგრეხელიძის სახელობის მოედნის გახსნა ქალაქ ტორუნში, რომელსაც პოლონეთში ვიზიტის დროს დავესწარი სახელმწიფო რწმუნებულთა ზვიად შალამბერიძესთან და ქალბატონ ჯავარა უგრეხელიძესთან ერთად, რომელიც გახლავთ ჩვენი თანაქალაქელის მინდია უგრეხელიძის ქალიშვილი და ვიტალი უგრეხელიძის შვილიშვილი. ვამაყობ, რომ ამ 2 უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების ინიციატორი ვიყავი და პოლონელ მეგობრებთან ერთად განვახორციელეთ. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ქართულ-პოლონურ ურთიერთობაში,"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა