ქუთაისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ღამის საათებში ხანძარი გაჩნდა [VIDEO]
ქუთაისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე ღამის საათებში ხანძარი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სარეკლამო კომპანიას გაუჩნდა.
ადგილზე იმყოფებოდა, საგანგებო და საპატრულო სამსახურის ეკიპაჟები. დაიწვა კომპანიის აბრა და საოფისე ტექნიკის ნაწილი.
ოფისში ერთი პირი იმყოფებოდა, რომლის განცხადებით, კომენდანტის საათის გამო შინ წასვლა ვერ შეძლო, რის გამოც მეგობარს სარეკლამო კომპანიის შენობაში დარჩენა თხოვა.
საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ერთი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა