ქუთაისის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ყოფილი შენობა თითქმის მთლიანად დაიწვა
ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიულის შენობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.
ცეცხლის ქრობის პროცესში ქუთაისისა და წყალტუბოს 10-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მონაწილეობდა.
შენობა თითქმის სრულად დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების თქმით, მჭიდრო დასახლების გამო, ცეცხლის გვერდით მდებარე სახლებზე გადადების საფრთხეც იყო.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა




13:08
11:18
11:17
11:11
















