|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის გენერალური გეგმის განხილვა თბილისში გაიმართა

ქუთაისის გენერალური გეგმის ხედვის ეტაპზე წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე შეხვედრა თბილისში გაიმართა. ინფორმაციას ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი  ავრცელებს.

მისივე ცნობით, შეხვედრა საქართველოს არქიტექტორთა კავშირის ინიციატივით შედგა.

,,ქუთაისის გენგეგმა - ესაა დოკუმენტი, რომლის შემუშავებაზე 30 წელია მიმდინარეობს მსჯელობა თუ კამათი.

 ქუთაისის გენერალური გეგმის შემუშავების საპროექტო მომსახურების შესყიდვის“ მეორე ეტაპის (ქალაქ ქუთაისის განვითარების ხედვა, განვითარების სტრატეგია და მათი სიცოცხლისუნარიანობის შეფასება) ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტის საბოლოო ვერსია საჯარო განხილვებისთვისაც მზად გვაქვს.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რაც შეიძლება ბევრი ქუთაისელი ჩაერთოს ამ განხილვებში და მათ თავად გადაწყვიტონ, როგორი უნდა იყოს ქუთაისი მომდევნო 20 წლის მანძილზე" , - წერს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი სოციალურ ქსელში.
 განხილვას ქუთაისის დეპუტატი ზაზა ლომინაძე ესწრებოდა. 

ავტორი: ნიუპრესი