ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი დაემატა
ქუთაისის ინფექციურ კლინიკას, კიდევ სამი კოვიდდადებითი პაციენტი დაემატა. ორი აჭარის, ერთი კი ქუთაისის კლასტერია.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
"ორი პაციენტი, დედა-შვილი დადასტურებული კოვიდით აჭარიდან გადმოიყვანეს, ხოლო ერთი პაციენტი ქუთაისში დადასტურებული პაციენტის კონტაქტია. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ხასიათდება",- განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, კორონავირუსის დიაგნოზით 17 პაციენტი მკურნალობს.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


16:48
17:26
21:51
11:34
















