|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 37 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსზე საეჭვო 37 პაციენტიდან ვირუსი არცერთს დაუდასტურდა. კლინიკის ინფორმაციით, კორონავირისისგან გამოჯანმრთელდა 5 პაციენტი, მათ განმეორებით ტესტზე უარყოფითი პასუხი მოუვიდათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ვირუსისგან სრულად განიკურნენ.

"დღეს 37 საკვლევი პაციენტი გვყავდა, მათგან ვირუსი არც ერთს დაუდასტურდა. ასევე გვყავს გამოჯანმრთელებულები, კორონავირუსი ხუთმა პაციენტმა დაამარცხა, ისინი კლინიკიდან ხვალ გაეწერებიან", - განაცხადა კლინიკის მენეჯერმა ნოდარ მაღლაფერიძემ.

ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 10 პაციენტი მკურნალობს.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა