|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსი 25 დღის ჩვილმა დაამარცხა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსი 25 დღის ჩვილმა დაამარცხა. მცირეწლოვანი ოჯახის წევრისგან დაინფიცირდა.

მისი მკურნალი ექიმის ვასილ გოდუაძის თქმით, პაციენტი კლინიკაში 10 დღის განმავლობაში მკურნალობდა.

"25 დღის პაციენტმა კორონავირუსი დაამარცხა. ჩვილი 10 დღის წინ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შემოიყვანეს, პსრ კვლევის შედეგად დაუდგინდა კორინავირუსი.ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა, პაციენტი ვირუსისგან სრულიად გამოჯანმრთელდა და გავწერეთ ბინაზე დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით",-აღნიშნა გოდუაძემ.

ქუთაისის ინფექციურ კლინილაში კოვიდ ინფექციით 75 პაციენტი მკურნალობს, მათგან 2 კრიტიკულად მძიმეა.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი