|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში სვანეთიდან კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი დაემატა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი დაემატა. კლინიკის ინფორმაციით პაციენტები ე.წ სვანეთის კლასტერიდანაა. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 21 კოვიდ დადებითი პაციენტი მკურნალობს.

"სამი ახალი პაციენტი დაგვემატა. სამივე მათგანი სვანეთის კლასტერიდანა, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამ დროისთვის კლინიკაში 21 პაციენტია მოთავსებული, მათგან 6 პლევმონიით. ინფიცირებულები კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობენ", -  განაცხადა ნადირაძემ.

ცნობისთვის, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ჯამში 74 კოვიდინფიცირებული მკურნალობდა, მათგან 53-მა ვირუსი დაამარცხა.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა