ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსზე საეჭვო 47 პაციენტი გამოიკვლიეს. მათდგან ვირუსი ერთს დაუდასტურდა.
კლინიკის ინფორმაციით, პაციენტი შუა ხნის მამაკაცია, ის ტრაილერის მძღოლია და მოგზაურობის ისტორია აქვს. კლინიკის კლინიკური მენეჯერის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
"გუშინ, გვიან ღამით კორონავისური ერთ პაციენტს დაუდასტურდა. შუა ხნის მამაკაცი ტრაილერის მძღილია და მას მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა", - განაცხადა კლინიკის მენეჯერმა ნოდარ მაღლაფერიძემ. ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 11 პაციენტი მკურნალობს.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი