ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19 -ს დიაგნოზით ახალგაზრდა ქალი ფარცხანაყანებიდან შეიყვანეს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი ახალი პაციენტია მოთავსებული. ახალგაზრდა ქალი ფარცხანაყანევის კლასტერს მიეკუთვნება, ასევე იკვლევენ პაციენტის სამი წლის შვილს, რომელიც კლინიკაშია მოთავსებული.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 25 პაციენტი ყავთ, მათგან 23 ე. წ. ოჯახურ კლასტერს მიეკუთვნება.
ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, საშუალო სიმძიმის მხოლოდ რვა პაციენტია, სხვა პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ექიმის ინფორმაციით, კლინიკაში თავისუფალი მხოლოდ შვიდი პალატაა, რის შემდეგაც პაციენტებს სხვა კლინიკები მიიღებენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა

15:46
10:15
11:28
















