ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს COVID-19-ის დიაგნოზით 5 პაციენტი დაემატა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ხუთი ახალი პაციენტია მოთავსებული, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ. ერთი ქალი ვანის, ერთი- ფარცხანაყანების კლასტერიდანაა, ასევე ბებია და 5 წლის შვილიშვილი ქობულეთის კლასტერიდან და ახალგაზრდა მამაკაცი ქუთაისიდან, რომელმაც ცხელების ცენტრს თვითდინებით მიაკითხა და მისი ინფიცირების წყარო უცნობია.
კლინიკის ექიმის თემურ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სულ ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვიდმეტი მოქალაქე მკურნალობს, მათგანს 14-ს პნევმონია აქვს.
ამასთან, უარყოფითი პასუხი აქვს კლინიკის პირველ პაციენტს, რომელიც კლინიკას მოკლე ხანში დატოვებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი