|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ის დიაგნოზით ერთი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 62 წლის მამაკაცი შეიყვანეს. ის კლინიკაში ე.წ ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს.

ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. არსებული ინფორმაციით, ის წყალტუბოს მერიის დასუფთავების სამსახურში მუშაობდა და ტემპერატურა ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე დაუფიქსირდა, საიდანაც მამაკაცი კვლევებისთვის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებს იკვლევენ.

ამ დროისთვის კლინიკაში პაციენტების რაოდენობა 20-მდე  გაიზარდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღეს კლინიკიდან კიდევ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა