|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ახალი პაციენტები არ ყავთ

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის დიაგნოზით ახალი პაციენტები არ შეუყვანიათ.

ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, კლინიკაში მყოფი 18 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ასევე დამაკმაყოფილებელია 62 წლის პაციენტის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაში გუშინ წყალტუბოდან შეიყვანეს, მას სათანადო კვლევები ჩაუტარდა.

კლინიკაში ამ დროისთვის მისი კონტაქტებიდან არავინ შეუყვანიათ, ისინი დაკვირვების ქვეშ რჩებიან.

დღეს კლინიკაში სამ პაციენტს განმეორებით ანალიზს აუღეს და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კლინიკას დატოვებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა