|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 6 პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას 6 კოვიდ დადებითი პაციენტი დაემატა, ერთი კი გამოჯანმრთელდა.

კლინიკის ინფორმაციით, ოთხი პაციენტი ე.წ. აჭარის კლასტერიდანაა, ორი კი გარდაბნის.

"ექვსი პაციენტი დაგვემატა, მათგან ოთხი აჭარიდანაა, ორი კი გარდაბნიდ. ორივე შემთხვევაში ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. ჯამში, ახალი შემთხვევებიდან 3 ბავშვია. ამ ეტაპზე, პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. გვყავს ერთი გამოჯანმრთელებული", - განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ.

ამ დროისთვის, ინფექვიურ კლინიკაში 15 კოვიდ დადებითი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა