|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ქალი თერჯოლიდან გადმოიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპრტომებით გვიან ღამით თერჯოლის ცხელების ცენტრიდან შუა ხნის ქალი გადმოიყვანეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად მას ახალი ტიპის დაუდასტურდა.

მედიკოსების ინფორმაციით, ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

კლინიკაში ამ დროისათვის COVID-ის დიაგნოზით 11 პაციენტი იმყოფება. მათი მდგომარეობა სხვადასხვა სიმძიმისაა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ,  ბათუმიდან  ორ დადასტურებულ პაციენტს გადმოიყვანენ. 40 წლამდე ქალი და 10 წლის ბავშვი თურქეთიდან ხუთი დღის წინ დაბრუნდნენ. მათი გადმოსვლის შემდეგ ქუთაისში  13 პაციენტი იქნება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა