|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ქალი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კოვიდ ინფექცით კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, 30 წლის ქალბატონი აჭარიდანაა, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამ დროოსთვის, მას გამოკვლევები უტარდება.

"რამდენიმე წუთის წინ შემოიყვანეს ქალბატონი, რომელსაც კორონავირუსზე დადებითი პასუხი მოუვიდა. პაციენტს აღენიშნებოდა ტემპერატურა,ხველა და ყელის ტკივილი. ამ ეტაპზე მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ხასიათდება",- განაცხადა ქუთაისის ინფექციური კლინიკის მენეჯერმა ნოდარ მაღლაფერიძემ.

მისივე განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 15 პაციენტი მკურნალობს, მათგან ხუთს პირველად ტესტზე უარყოფითი პასუხი მოუვიდა, განმეორებით ტესტზე უარყოფითი პასუხის შემთხვევააი ისინი კლინიკას დატოვებენ.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა