ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID 19 კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ 19 კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა, რომელიც კლინიკას დღეს დატოვებს.
მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის ინფორმაციით, კლინიკაში მკურნალობას 11 პაციენტი გააგრძელებს.
"ამჟამად 13 პაციენტი გვიწევს, 12 დადასტურებული კოვიდ ინფექციით, ერთს გამოკვლევა ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია, დღეს დატოვებს კლინიკას, ასევე დღეს გაეწერება კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი", - განაცხადა თემურ ნადირაძემ.
ექიმის თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
განმეორებითი უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კლინიკას მოკლე ხანში კიდევ ორი პაციენტი დატოვებს.
ავტორი: ნიუპრესი