|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლენტეხიდან კოვიდინფიცირებული ცოლ-ქმარი გადაიყვანეს

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა ლენტეხის მკვიდრ ახალგაზრდა ცოლ-ქმარს დაუდასტურდა. მათ სიმპტომების გამოვლენისთანავე ცხელების ცენტრს მიმართეს. მათი ბიოლოგიური ნიმუშები ქუთაისის ლაბორატორიაში გადმოიგზავნა, სადაც კოვიდ -19-ზე დადებითი პასუხი დაფიქსირდა. 

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი უკვე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. ისინი ბოქსირებულ პალატაში არიან მოთავსებულები.  

როგორ ინფექცოირ საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ გართულებები არ აღენიშნებათ. ინფიცირებული ცოლ-ქმარი "სვანეთის კლასტერს" მიეკუთვნება.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისათვის 14 პაციენტი მკურნალობს, მათგან 5 ბავშვია.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა