ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მეორე პაციენტი გამოჯანმრთელდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთ პაციენტი გამოჯანმრთელდა. ახალგაზრდა მამაკაცი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში რამდენიმე კვირის წინ მოხვდა. მას განმეორებითი ანალიზი აუღეს და პასუხი უარყოფითია, მან კლინიკა უკვე დატოვა.
ეს კლინიკაში მეორე გამოჯანმრთელებულია.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 25 პაციენტი რჩება, მათი ნაწილის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
უახლოეს დღეებში განმეორებითი ანალიზი კიდევ ერთ პაციენტს ჩაუტარდება. უარყოფითი პასუხოს შემთხვევაში, მას კლინიკიდან გაწერენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა