ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ქობულეთის "კლასტერიდან" ორი ახალი პაციენტი მოათავსეს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი ახალი პაციენტია მოთავსებული. ერთს ანალიზი კლინიკაში აუღეს, მეორე არასრულწლოვანი პაციენტი ბათუმიდან ჩამოიყვანეს. ორივე შემთხვევა ქობულეთის კლასტერს უკავშირდება და ქუთაისელი პაციენტის ოჯახის წევრები არიან.
ამ დროისთვის კლინიკაში 18 პაციენტია, მათგან ორი ბავშვია. ინფექციურში დღეს ორ ახალ პაციენტს ელოდებიან, რომლებიც თერჯოლის კლასტერს უკავშირდება.
მათ ანალიზი ლაბორატორიაში გუშინ აუღეს. რაც შეეხება ლაბორატორიას ჯამში 48 ანალიზი შეამოწმა, მათგან სამი დადებითია. ერთი პაციენტი საჩხერის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა