ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ღვანიკითიდან კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომით ერთი ახალი პაციენტი ყავთ. საშუალო ასაკის მამაკაცი კლინიკაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანიკითიდან შეიყვანეს.
პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას კორონავირუსი სეროლოგიური კვლევით დაუდასტურდა. ის თვითიზოლაციაში იყო.
ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 19 პაციენტია, ყველას მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი.
დღეს კლინიკას კიდევ ოთხი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, მათგან ერთი არასრულწლოვანია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა