ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში თერჯოლიდან ორ პაციენტი გადმოყავთ
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორ პაციენტს ელოდებიან. ისინი საავადმყოფოში თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითოდან გადაყავთ.
მათ კორონავირუსი მსუბუქი ფორმით აქვთ. ისინი საკუთარ სახლებში თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
ახალი ინფიცირებულებიდან ერთი ქალი, ხოლო მეორე მამაკაცია.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის მოთავსებული 24 პაციენტიდან 3 გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოს დღეს დატოვებენ.
დარჩენილი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ გამოჯანმრთელებაზე ტესტი ეტაპობრივად ჩაუტარდებათ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



15:46
10:15
11:28
















