|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში თერჯოლიდან სამი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სამი ახალი პაციენტი შეიყვანეს. ისინი კლინიკაში დღეს შევიდნენ და ე.წ. თერჯოლის კლასტერს წარმოადგენენ. ამით თერჯოლის კლასტერი 6-მდე გაიზარდა.

ექიმ თემურ ნადირაძის თქმით, პაციენტები ღვანკითში თვითიზოლაციაში იყვნენ და ვირუსზე ანალიზი ბინაზე აიღეს. მათი ჯანრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისთვის კლინიკაში 23 პაციენტია. მათგან პნევმონია რამდენიმეს აღენიშნება.

დღეს კლინიკას კიდევ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ცხრა პაციენტია გამოჯანმრთელებული.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა