|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში წყალტუბოდან კიდევ ერთი ინფიცირებული მამაკაცი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს. შუახნის მამაკაცი წყალტუბოს კლასტერს მიეკუთვნება.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 19 პაციენტი მკურნალობს.

რამდენიმეს ამ დღეებში განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ისინი გაეწერებიან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა