|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან ორი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომებით ექვსი ახალი  პაციენტია მოთავსებული, მათგან ორი - ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ოკუპირებული აფხაზეთიდან შევიდა.

დანარჩენი პაციენტები ცნობილ კლასტერებს მიეკუთვნებიან. ექვსივე პაციენტის ანალიზები ლაბორატორიაში დღეს გადაიგზავნება.

„დღე-ღამის განმავლობაში გამოკვლევაზე სხვადასხვა სიმპტომების გამო, 6 პაციენტია შემოსული. საინტერესო ფაქტია, რომ გუშინ ღამით გადმოვიდა ორი პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან, აფხაზური პასპორტით, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სასწრაფო დახმარების მანქანით ჩვენთან მოიყვანეს. დღეს მათთან კვლევა დაიწყება. ქალბატონი აფხაზეთში, სტაციონარში ფილტვების ანთებით რამდენიმე დღე იწვა, მაგრამ პნევმონია მაინც გრძელდება. როგორც თავად ამბობს, ადგილზე გამოკვლევები გაკეთდა, მაგრამ სურს, რომ აქ გადამოწმდეს. ისინი ღამით სტაციონარში მოთავსდნენ, ქმარს ტემპერატურა აქვს და მეტი არაფერი.

დანარჩენი შემოსული პაციენტები უკავშირდებიან ჩვენთან მწოლიარე დადასტურებულ პაციენტებს, ნათესაური კავშირებია“, -განაცხადა ნადირაძემ.

ამასთან ერთად, დღეს საავადმყოფოს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. ეს არის ახალგაზრდა კაცი, რომელსაც საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

სულ საავადმყოფოში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 16 პაციენტი რჩება. მათგან 14-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ორის კი - დამაკმაყოფილებელი.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა