ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო ახალი პაციენტების მიღებას ვეღარ შეძლებს - ნოდარ მაღლაფერიძე
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო ახალი პაციენტების მიღებას ვეღარ შეძლებს. ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძე აცხადებს.
მისი თქმით, ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი დაემატაა, ერთი კი გამოჯანმრთელდა, ამ ეტაპზე კლინიკაში 62 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.
"24 საათის განმავლობაში მივიღეთ ორი და გავწერეთ ერთი პაციენტი. ამ ეტაპზე, კლინიკა შევსებულია და ახალ პაციენტებს ვერ მივიღებთ. კლინიკაში მკურნალობას 62 პაციენტი გადის. მათგან მძიმეა 8, კრიტიკულად მძიმე 1 პაციენტი",- განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციური კლინიკა, ჯამში 124-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა