ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებს გვირილობის დღესასწაული მიულოცეს
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებს გვირილობის დღესასწაული მიულოცეს. მედიკოსებს "ორმაისობა" ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის და წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა, გვირილობა მიულოცეს. მათ ყვავილები აჩუქეს და სიმღერა მიუძღვნეს, რითაც მედიკოსებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.
მათი თქმით, სიმბოლურია, რომ მივიდნენ ტუბერკულოზის ცენტრში, რადგან საუკუნეების წინ ტუბერკულოზით დაავადებულთათვის გროვდებოდა თანხა და ხმარდებოდა ხელმოკლე ავადმყოფებს.
ქუთაისში "გვირილობა" ქალაქის დღესასწაულად მიიჩნევა, ამავდროულად, ეს ქველმოქმედების დღეცაა.
ქუთაისში წელს "გვირილობა" პანდემიის გამო მოკრძალებულად აღინიშნება. გაუქმდა ქალაქში დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიები. 12 საათზე ტაძრებში ზარებს დარეკავენ და ქალაქისა და ქვეყნის კეთილდეობისთვის პარაკლისს გადაიხდიან.
ავტორი: ნიუპრესი