ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოში პაციენტების რაოდენობა 4-მდე შემცირდა
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი რჩება.
კლინიკის ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფო უკვე 36-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.
„კლინიკაში 4 პაციენტი იმყოფება, დანარჩენი ყველა გამოჯანმრთელდა, უკვე 36 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს გაწერილი. მთელი მედპერსონალი გამოკვლეულია და ყველას პასუხი არის უარყოფითი. დღეს ეწერება ერთი პაციენტი,“ - განაცხადა თემურ ნადირაძემ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


13:34
16:48
17:26
21:51
















