|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 4 პაციენტი დაემატა, ხოლო სამი გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, ახალი პაციენტები ქუთაისიდან არიან.

"დაგვემატა 4 პაციენტი, გამოჯანმრთელდა სამი. ახალი პაციენტები ქუთაისიდან არიან, მათი ინფიცირების წყარო უცნობია, ეპიდემიოლოგები კონტაქტების დასადგენად აქტიურად მუშაობენ. ამ დროისთვის, პაციენტებს საჭირო კვლევები უტარდებათ. წინასწარი შეფასებით მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია",- განაცხადა მაღლაფერიძემ.

ამ დროისთვის, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში 54 კოვიდდადებითი გადის მკურნალობას, ერთი კრიტიკულად მძიმეა, ვირუსი 119-მა პაციენტმა დაამარცხა.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა