|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურში კოვიდ-19-ით ასაკოვანი ქალი გარდაიცვალა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით გარდაიცვალა 80 წლის პაციენტი. ასაკოვან ქალს ვირუსთან ერთად თანმდევი, ქრონიკული დაავადებები ქონდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობას 80 პაციენტი განაგრძობს.

"24 საათის განმავლობაში გვყავს ერთი გარდაცვლილი, ხანდაზმული ქალი, რომელიც 5 დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. პაციენტს კოვიდთან ერთად ქრონიკული დაავადებები ქონდა. კლინიკაში, ამ დროისთვის 80 პაციენტი მკურნალობს, ასევე ინფიცირებულია მედ-პერსონალიც",- აღნიშნა მაღლაფერიძემ.

აღსანიშნავია, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულია 12 თანამშრომელი, მათ შორის ექიმები და ექთნები. ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში ექიმების ინფიცირების მაჩვენებელი 6,5%-ის, რაც ცუდი მაჩვენებელი არ არის.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი