|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურში კოვიდით 56 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი გარდაიცვალა. 56 წლის მამაკაცს თანმდევი დაავადებები ქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 79 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათგან მძიმეა 4.

"კლინიკაში გვყავს 79 პაციენტი, მძიმეა 4. ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა კრიტიკულად მძიმე პაციენტი. 56 წლის მამაკაცს კოვიდის გარდა ქრონიკული დაავადებები ქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა",- განაცხადა მაღლაფერიძემ.

 

 

ავტორი: ანა ლიპარიშვილი