ქუთაისის ინფექციურში შეყვანილი 11-ვე ახალი პაციენტი "ქუთაისის კლასტერიდანაა"
ქუთაისის ინფექციურ კლინიკას 11 კოვიდდადებითი პაციენტი დაემატა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ყველა მათგანი ქუთაისიდანაა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
"დაგვემატა 11 ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 4. ამ ეტაპზე, კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობას გადის 63 პაციენტი, მათგან 8 მძიმეა, ერთი კრიტიკულად მძიმე",- განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ვირუსი, ჯამში, 123-მა პაციენტმა დაამარცხა.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა

16:48
17:26
21:51
11:34
15:17
















