|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურში "სვანეთის კლასტერიდან" 7 პაციენტი უკვე განიკურნა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკში კორონავირუსიგან შვიდი პაციენტი განიკურნა. შვიდევე მათგანი ე.წ სვანეთის კლასტერიდანაა.

კლინიკის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულებს შორის 5 ბავშვია. მათ ლაბორატორიულ კვლევაზე ორჯერ უარყოფითი პასუხი მოუვიდათ, რაც ნიშნავს იმას რომ ვირუსი დაამარცხეს. პაციენტები კლინიკას დღეს დატოვებენ. 

კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტი რჩება კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ქუთაისის ინფექციურმა კლინიკამ ჯამში 59 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა