|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კერძო დაწყებითი სკოლა „ღონე ქვეყნისა“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას (R)

ქუთაისის  კერძო დაწყებითი სკოლა „ღონე ქვეყნისა“ აცხადებს  მოსწავლეთა მიღებას 2016-2017 სასწავლო წლისთვის  I- დან  VI კლასის ჩათვლით.

სკოლა  „ღონე ქვეყნისას“ კოლექტივი  დაინტერესებულია მოსწავლეები დაწყებითი საფეხურიდანვე  აღზარდოს  ჰარმონიულად, საკუთარი  მიდრეკილებების გამოყენებით,  საავტორო მიდგომებით. აქედან გამომდინარე,  საგანმანათლებლო საქმიანობა დავიწყეთ  დაწყებითი საფეხურიდან, რათა საზოგადოებამ გაიცნოს ჩვენი მოსწავლეები თავიანთი გამორჩეული უნარ-ჩვევებით. მოსწავლეებს  საშუალება ექნებათ  მომდევნო საფეხურებზეც  გააგრძელონ  სწავლა ზემოხსენებულ სკოლაში.

 კერძო დაწყებითი სკოლა „ღონე ქვეყნისა“ დაფუძნებულია შპს „პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების ქუთაისის ზონალური ინსტიტუტის“ ბაზაზე, სადაც მუდმივად ხდება თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცის კვლევა,  მოთხოვნების შესაბამისი განათლების სისტემის  განახლების/ ცვლილების  საჭიროების  გააზრება, დამუშავება  და გამოყენება. გამომდინარე იქიდან, რომ განათლება წარმოადგენს დინამიური საქმიანობის სფეროს, განვითარებისა და ინოვაციების უწყვეტ საგანს, მივიღეთ გადაწყვეტილება დაგვეფუძნებინა  სკოლა, რომლის სისტემაც    ხელს შეუწყობს თანამედროვე ადამიანის აღზრდასა და განვითარებას.

ქუთაისის კერძო დაწყებითი სკოლა  „ღონე ქვეყნისა“ გამოირჩევა სასწავლო პროცესისადმი განსაკუთრებული მიდგომებით.  სკოლა ნოვატორია  და  გამორჩეულია იმით, რომ კლასში განსაზღვრულია მოსწავლეთა მცირე რაოდენობა.  აქედან გამომდინარე  ხორციელდება:

  • გაძლიერებული სწავლება ყველა საგანში;
  • ინდივიდუალური მიდგომა;
  • განსხვავებული ტიპის გაკვეთილები აზროვნების ფორმების განვითარებისა და ჩამოყალიბებისათვის;
  • საგნობრივი და ზოგადი კომპეტენციების მაქსიმალურად,  აღსაზრდელის პოტენციალის შესაბამისად  განვითარება.
  • საგანმანათლებლო პროცესში სწავლისა და სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება;
  • მოსწავლეთა საგანმანათლებლო ინტერესების მაქსიმალურად რეალიზება;
  • გახანგრძლივებული დღის რეჟიმი;

 

სკოლა „ღონე ქვეყნისას“ საგანმანათლებლო მიზნები:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების (საქართველოს მთავრობის დადგენილება №84. 18.10.2004) განხორციელება.
  • მოსწავლეთა სასწავლო პროცესში მაქსიმალური ჩართულობა, საკუთარ განათლებაზე პასუხისმგებლობის გამომუშავება;
  • მოსწავლეთა საგნობრივი და ზოგადი კომპეტენციების მაქსიმალური განვითარება;
  • გაზარდოს დამოუკიდებელი, თვითრეალიზებადი ადამიანი, რომელიც შეძლებს საკუთარი პოტენციალის, ინტელექტის, ფიზიკური თუ სულიერი თვისებების  მაქსიმალურ გამოყენებას.
  • საგანმანათლებლო სივრცეში ახალი მიდგომების დანერგვა : ახალი ტიპის საგნების შემუშავება და გამოყენება;
    • ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის სტატუსის მოპოვება (ავტორიზაცია);
    • მაღალკვალიფიციური პედაგოგიური პერსონალი;

 რას ვაკეთებთ სკოლაში:

  • მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების გარემოს დამკვიდრება მისი  შესაძლებლობების /პოტენციალის მაქსიმალურად გამოსავლენად  და გასავითარებლად (ამისათვის კლასში  ჩაირიცხება მაქსიმუმ 10 მოსწავლე, საჭიროების შემთხვევაში კლასი დაიყოფა ორ ქვეჯგუფად)
  • სკოლაში ყველა საგნის  სწავლება  ერთნაირი სიძლიერით;
  • საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეს ერგება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა (რომელიც გულისხმობს დამატებით წიგნებს, სავარჯიშოებს, საშინაო და საკლასო დავალებებს, დახარჯულ დროს და სხვა);
  • მოსწავლისა და პერსონალის ერთიერთპატივისცემისა და უფლებების მაქსიმალური დაცვის, სასწავლო პროცესში მონაწილე ყველა მხარის ზრუნვის  გარემო;
  • საგანმანათლებლო გამოცდილებისა და პრაქტიკის კვლევის შედეგად თანამედროვე განათლების სისტემის მოქნილობაზე და ეფექტიანობაზე ზრუნვა;
  • პედაგოგთა და პერსონალთა მოქნილი სატრენინგო სისტემის ფუნქციონირება;
  • მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი, მდიდარი გამოცდილების მქონე პედაგოგების მოზიდვა;

 

 მის: ქუთაისი, როძევიჩის ქ.  2

საკონტაქტო  ტელ  : 0431 246803;   599467373; 579111071;

 

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა